საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 36 პაციენტი გარდაიცვალა

10:52, 12.12.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 36 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 731-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 922  პირს დაუდასტურდა, 4 999 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 11 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 542 შემთხვევა გამოვლინდა, 2 234 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 64 კი გარდაიცვალა.

მსგავსი