საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 33 პაციენტი გარდაიცვალა

10:46, 03.10.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 33 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 292 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 826 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 795 პაციენტი, გარდაიცვალა 29 პირი.

 

მსგავსი