საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 33 პაციენტი გარდაიცვალა

10:36, 29.09.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 33 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1 929 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 914 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 28 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 185  შემთხვევა გამოვლინდა, 2 010 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 40 კი გარდაიცვალა.

მსგავსი