საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 32 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 32 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 32 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 481-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 656 პირს დაუდასტურდა, 3 066 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 16 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 5 504 შემთხვევა გამოვლინდა, 3 304 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა.