საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 336 -ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“ 1 788 პირს დაუდასტურდა, 1 251 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 10 მაისს საქართველოში კორონავირუსის 549 შემთხვევა გამოვლინდა, 1 439 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა.