საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა  8 817 შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 132 პირს დაუდასტურდა, 2 956 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 25 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 597 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 189 პაციენტი, 38 კი გარდაიცვალა.