საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა

10:47, 15.01.2022

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა  14 425-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 381 პირს დაუდასტურდა, 1 065 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 14 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 5 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 661 პაციენტი, გარდაიცვალა 36.

მსგავსი