საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 29 პაციენტი გარდაიცვალა

10:58, 09.10.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 29 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 221-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 844 პირს დაუდასტურდა, 814 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 8 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 2 661 შემთხვევა გამოვლინდა, 1 274 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 30 კი გარდაიცვალა.

მსგავსი