საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა

11:02, 08.01.2022

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 156-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 622 პირს დაუდასტურდა, 1 126 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 7 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 4 234 შემთხვევა გამოვლინდა, 1 727 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 46 კი გარდაიცვალა.

მსგავსი