საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 27 პაციენტი გარდაიცვალა

10:49, 20.01.2022

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 27 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 582-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 6 351 პირს დაუდასტურდა, 3 043 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 19 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 8 728 შემთხვევა გამოვლინდა, 8 545 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა.

მსგავსი