საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 27 პაციენტი გარდაიცვალა

10:51, 17.05.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 27 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 469-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“ 504 პირს დაუდასტურდა, 2 038 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 16 მაისს საქართველოში კორონავირუსის 968 შემთხვევა გამოვლინდა, 903 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა.

მსგავსი