საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა

10:44, 15.10.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 370-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 270 პირს დაუდასტურდა, 1 298 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 14 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 4 212 შემთხვევა გამოვლინდა, 1 982 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 38 კი გარდაიცვალა.

 

მსგავსი