საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 714-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 264 პირს დაუდასტურდა, 1 665 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 25 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 2 061 შემთხვევა გამოვლინდა, 1 654 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა.