საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 618-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 415 პირს დაუდასტურდა, 943 პაციენტი გამოჯანმრთელდა.