საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 246-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 490 პირს დაუდასტურდა, 2 056 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 9 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 2 844 შემთხვევა გამოვლინდა, 814 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 29 კი გარდაიცვალა.