საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა

11:01, 16.01.2022

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 449-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 504 პირს დაუდასტურდა, 3 304  პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 15 იანვარს, საქართველოში კორონავირუსის 5 381 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 065 პაციენტი, გარდაიცვალა 30.

მსგავსი