საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 199-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 914 პირს დაუდასტურდა, 635 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 21 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 260 შემთხვევა გამოვლინდა, 834 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.