საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით  24 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 305 -ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“ 549 პირს დაუდასტურდა, 1 439 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 9 მაისს საქართველოში კორონავირუსის 1 089 შემთხვევა გამოვლინდა, 1 489 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 18 კი გარდაიცვალა.