საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა

10:50, 05.05.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 4 207-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 2 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 074 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი