საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა

11:07, 10.07.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 443-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 364 პირს დაუდასტურდა, 423 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი