საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 415-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 043 პირს დაუდასტურდა, 841 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 7 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 1 392 შემთხვევა გამოვლინდა, 531 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა.