საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა

10:46, 06.05.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 4 227-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 806 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 144 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 5 მაისს საქართველოში კორონავირუსის 2 171 შემთხვევა გამოვლინდა, 1 074 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა.

მსგავსი