საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 258-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 498 პაციენტი.

შეგახსენებთ, გუშინ, 4 თებერვალს, კორონავირუსი 583 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 671 პაციენტი, 19 კი გარდაიცვალა.