საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა

10:45, 25.04.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 025-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 966 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  1 222 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, გუშინ, 24 აპრილს საქართველოში „კოვიდ-19“  1 250 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 463 პაციენტი, 15 კი გარდაიცვალა.

მსგავსი