საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 255-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 754 პირს დაუდასტურდა, 438 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 25 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 699 შემთხვევა გამოვლინდა, 614 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ცხრა კი გარდაიცვალა.