საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 878 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, გუშინ, 27 აპრილს საქართველოში „კოვიდ-19“  1 578  პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 909 პაციენტი, 17 კი გარდაიცვალა.