საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა

10:45, 27.04.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 043-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 909 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, გუშინ, 26 აპრილს საქართველოში „კოვიდ-19“ 521 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 058 პაციენტი, 18 კი გარდაიცვალა.

მსგავსი