საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 768-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 796 პირს დაუდასტურდა, 2 088 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 28 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 3 141 შემთხვევა გამოვლინდა, 1 509 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 20 კი გარდაიცვალა.