საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 731-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 666 პირს დაუდასტურდა, 1 335 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 26 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 1 264 შემთხვევა გამოვლინდა, 1 665 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 კი გარდაიცვალა.