საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა

10:46, 24.06.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 228-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 656 პირს დაუდასტურდა, 861 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 23 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 773 შემთხვევა გამოვლინდა, 575 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.

მსგავსი