საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 131 შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 671 პირს დაუდასტურდა, 657 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 17 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 741 შემთხვევა გამოვლინდა, 945 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 18 კი გარდაიცვალა.