საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა

10:57, 12.07.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით  16 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 468 -ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 659 პირს დაუდასტურდა, 713 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 11 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 952 შემთხვევა გამოვლინდა, 999 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ცხრა კი გარდაიცვალა.

მსგავსი