საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა

10:54, 11.06.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 012-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 695 პირს დაუდასტურდა, 797 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 10 ივნისს საქართველოში კორონავირუსით 705 ადამიანი დაინფიცირდა, 1 128 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა.

მსგავსი