საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 566 შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 848 პირს დაუდასტურდა,  1 231 პაციენტი გამოჯანმრთელდა.