საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 591-ს შეადგენს.

ამასთან, დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 193 პაციენტი.

შეგახსენებთ, გუშინ, 7 მარტს საქართველოში კორონავირუსი 234 ადამიანს დაუდასტურდა, 349 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ცხრა კი გარდაიცვალა.