საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა –  5 096  შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 811 პირს დაუდასტურდა, 672 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 15 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 1 092 შემთხვევა გამოვლინდა, 775 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა.