საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა

10:49, 21.04.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 971-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 632 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 20 აპრილს საქართველოში კორონავირუსის 1 792 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 663 პაციენტი, ათი კი გარდაიცვალა.

მსგავსი