საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა

15:04, 03.07.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 347 შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 026 პირს დაუდასტურდა, 381 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 2 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 964 შემთხვევა გამოვლინდა, 607 პაციენტი გამოჯანმრთელდა, რვა კი გარდაიცვალა.

მსგავსი