საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა

10:50, 07.07.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 394-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“  1 392 პირს დაუდასტურდა, 531 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 6 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 1 407 შემთხვევა გამოვლინდა, 591 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ათი კი გარდაიცვალა.

მსგავსი