საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 10 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 10 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 10 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 520-ს შეადგენს.

დღეს საქართველოში კორონავირუსი 160 ადამიანს დაუდასტურდა, 409 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 28 თებერვალს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 525 პაციენტი, 11 კი გარდაიცვალა.