საქართველოში კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 525 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 525 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსისგან 525 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 270 758 შემთხვევა, მათ შორის 265 114 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 3 510-ია.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 27 885 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი – 18 814, პისიარტესტი – 9 071.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 0,89 პროცენტია, ბოლო 14 დღის – 1,96 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,55 პროცენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 323 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 472, კლინიკურ სასტუმროში რჩება 171 პირი.

ამასთან, 27 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 542 პაციენტი.

დატოვე კომენტარი