საქართველოში, ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე სატესტო რეჟიმში პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვიდა [ფოტო]
საქართველოში, ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე სატესტო რეჟიმში პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვიდა [ფოტო]

თურქეთიდან საქართველოში შვეიცარიული „შტადლერის“ სამგზავრო მატარებელი შემოვიდა, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე იმოძრავებს.

მატარებელი ამ დროისთვის ახალქალაქის სადგურშია და რკინიგზის ქართულ მონაკვეთს სატესტო რეჟიმში გაივლის. ახალქალაქის სარკინიგზო სადგურის ტერიტორიაზე, პოსტსაბჭოთა 1520 მმ-ანი ლიანდაგი ევროპულ, 1435 მმ-ან ლიანდაგებს უერთდება. „შტადლერის“ მატარებელი შეუფერხებლად ორივე მონაკვეთის გავლას შეძლებს.

სამგზავრო მარშრუტის დანიშვნა მაგისტრალზე მიმდინარე წელს იგეგმება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

სამგზავრო შემადგენლობა აზერბაიჯანის რკინიგზამ შეიძინა.