საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს დაარსებიდან 25 წელი შესრულდა
საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს დაარსებიდან 25 წელი შესრულდა

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს დაარსებიდან 25 წელი შესრულდა.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს.

„დღეს 25 წელი შესრულდა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს დაარსებიდან. აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში მუშაობა დაიწყო 1996 წლიდან 5 მარტიდან. 1996 წლის მარტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობებისათვის. ამრიგად, აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნულმა ლიდერმა, ჰეიდარ ალიევმა სახელმწიფოს მეთაურის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 25 წლის წინ 8-10 მარტს განახორციელა.

დიდი ლიდერის ისტორიული ვიზიტის ფარგლებში, ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა „მეგობრობის, თანამშრომლობისა და ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულებას“ და სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებს. ამ დოკუმენტებმა მნიშვნელოვანი იურიდიული საფუძველი ჩამოაყალიბა ჩვენს ქვეყნებს შორის სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობისთვის.

დღეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, პრიორიტეტული მიმართულებებია საგარეო პოლიტიკის ფარგლებში სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება მეზობელ საქართველოსთან, რომელიც ბატონ ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით ხორციელდება“, – აცხადებენ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოში.