საქართველოში ავსტრიის ელჩი - არსებული ანგარიშებიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში არჩევნები არის თავისუფალი, საწყის ეტაპებზე ეს დიდ უპირატესობას წარმოადგენს
საქართველოში ავსტრიის ელჩი - არსებული ანგარიშებიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში არჩევნები არის თავისუფალი, საწყის ეტაპებზე ეს დიდ უპირატესობას წარმოადგენს

საქართველოს განვითარებას თუ შევხედავთ, არსებული ანგარიშებიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები არის თავისუფალი და საწყის ეტაპებზე ეს ძალიან დიდ უპირატესობას წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოში ავსტრიის ელჩმა, არად ბენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, მათთვის, როგორც საერთაშორისო საზოგადოებას წევრებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად ჩატარდეს.

როგორც წესი, დიპლომატები საშინაო საკითხებში არ ვერევით. ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს განვითარების სრული სურათის ნახვა. თუ საქართველოს განვითარებას შევხედავთ, არსებული ანგარიშებიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები არის თავისუფალი და საწყის ეტაპებზე ეს ძალიან დიდ უპირატესობას წარმოადგენს. ჩვენ ვიცით, რომ დემოკრატიის საწყისი ეტაპები ბავშვის გაჩენის მსგავსად მტკივნეულია და ხანდახან არის პრობლემები, ხანდახან რთულია. მნიშვნელოვანია, რომ იყოს პოლიტიკური სტაბილურობა, რადგან მხოლოდ პოლიტიკურად სტაბილურ გარემოში შეგიძლიათ, რომ გზა ევროპისკენ გააგრძელოთ, განახორციელოთ ინვესტიციები და რეფორმები, რომლებიც საჭიროა. ჩვენთვის, როგორც საერთაშორისო საზოგადოებას წევრებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და თავისუფლად. პოლიტიკური სტაბილურობა უნდა იყოს გარანტირებული ქვეყანაში”,- განაცხადა არად ბენკომ.