საქართველოში აშშ-ის საელჩო „რუსთავი 2“-ის გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
საქართველოში აშშ-ის საელჩო „რუსთავი 2“-ის გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

საქართველოში აშშ-ის საელჩო ამერიკელ კურსანტ გოგონაზე ძალადობის ფაქტს უარყოფს.

„რუსთავი 2“-მა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველი კადეტები ძალადობაში ამერიკელმა კურსანტმა გოგონამ დაადანაშაულა.

ამის საპასუხოდ, აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში, ამერიკელ კურსანტზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე მოკვლევა საქართველოში ამერიკის საელჩოს თანამშრომლებმა ქართულ მხარესთან ერთად ჩაატარეს, თუმცა ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა.