საქართველოში აშშ-ის საელჩო - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში 
საქართველოში აშშ-ის საელჩო - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყურადღებით აკვირდება თბილისში მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს, ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში.

„ყურადღებით ვაკვირდებით ამ საღამოს თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს. გვესმის ის ტკივილი, რომელსაც დღეს უამრავი ადამიანი განიცდის.

მოვუწოდებთ, ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

დატოვე კომენტარი