საქართველოში აშშ-ის საელჩო მერაბ დვალიშვილს UFC-ს საჩემპიონო ქამრის შენარჩუნებას ულოცავს

10:50, 09.06.2025

საქართველოში აშშ-ის საელჩო მერაბ დვალიშვილს UFC-ს საჩემპიონო ქამრის შენარჩუნებას ულოცავს.

ამასთან, საელჩოს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც დონალდ ტრამპი მერაბ დვალიშვილს გამარჯვებას ულოცავს და ხელს ართმევს.

ნიუ ჯერსიში გამართულ UFC 316-ზე სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა.

ბრძოლას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაესწრო.

მსგავსი