საქართველოში აშშ-ის საელჩო დედაენის დღესთან დაკავშირებით მილოცვას ავრცელებს
საქართველოში აშშ-ის საელჩო დედაენის დღესთან დაკავშირებით მილოცვას ავრცელებს

საქართველოში აშშ-ის საელჩო დედაენის დღესთან დაკავშირებით მილოცვას ავრცელებს.

„42 წლის წინ, ამ დღეს ათასობით ქართველმა მსოფლიოს უჩვენა თუ რამდენს ნიშნავდა ქართული ენა მათთვის. სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვის საშიშროების წინაშე დარჩენილმა ხალხმა მომავალ თაობებს შეუნარჩუნა ეს უნიკალური ენა. გილოცავთ დედაენის დღეს!“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

დატოვე კომენტარი