საქართველოში აშშ-ის საელჩო - აშშ-ის საზღვაო პატრულირების ავიახომალდის საქართველოში შემოსვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ქვეყნების მტკიცე სამხედრო პარტნიორობას 
საქართველოში აშშ-ის საელჩო - აშშ-ის საზღვაო პატრულირების ავიახომალდის საქართველოში შემოსვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ქვეყნების მტკიცე სამხედრო პარტნიორობას 

საქართველოში პირველად ჩამოფრინდა აშშ-ის საზღვაო ძალების საპატრულო ავიახომალდი P-8 „პოსეიდონი“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფეისბუქგვერდზეა აღნიშნული.

„ამ ისტორიული ვიზიტისას „პოსეიდონმა“ შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად წვრთნები ჩაატარა.

საზღვაო პატრულირების ავიახომალდის საქართველოში შემოსვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ორი ქვეყნის მტკიცე სამხედრო პარტნიორობას“, – აღნიშნავს საელჩო და სოციალურ ქსელში საპატრულო ავიახომალდის ფოტოებსაც აქვეყნებს.

 

 

დატოვე კომენტარი