საქართველოში აშშ-ის საელჩო არსებული კომუნიკაციის მექანიზმების, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის ეფექტურ გამოყენებას მიესალმება
საქართველოში აშშ-ის საელჩო არსებული კომუნიკაციის მექანიზმების, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის ეფექტურ გამოყენებას მიესალმება

საქართველოში აშშ-ის საელჩო მიესალმება არსებული კომუნიკაციის მექანიზმების, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის ეფექტურ გამოყენებას, – ამის შესახებ საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საელჩოს გვერდზე განთავსდა.

„აშშ-ის საელჩო მიესალმება არსებული კომუნიკაციის მექანიზმების, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის ეფექტურ გამოყენებას, რამაც ხელი შეუწყო 20 აგვისტოს საქართველოს რვა მოქალაქის გათავისუფლებას. ისინი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყვნენ დაკავებულები.

ამასთანავე, ჩვენ ვაგრძელებთ მოწოდებას, რომ დასრულდეს მსგავსი უკანონო დაკავებები“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს რვა მოქალაქე 20 აგვისტოს გაათავისუფლეს.